Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 10 ნოემბრის სხდომის გადაწყვეტილებით, ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდება 2022 წლის 19 დეკემბერს, 12.00 - 15.00 სთ-ზე, მე-6 კორპუსის დარბაზში (#303); 

     

    კანდიდატთა საბუთები მიიღება: 12 დეკემბრიდან 16 დეკემბრის 13.00 სთ-მდე, მე - 6 კორპუსის 203/ა ოთახში;

     

    ფაკულტეტის დეკანის არჩევნები წარიმართება, თსუ  აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 ნოემბრის №111 დადგენილებით დამტკიცებული, „სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის საარჩევნო პროცედურების“ მიხედვით, რომლის მუხლ 2.2 - ს დაემატება პუნქტი, ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

     

    დეკანობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

    1. განცხადება;
    2. პირადობის მოწმობის ასლი;
    3.  ავტობიოგრაფია (CV);
    4.  2 (ორი) ფოტოსურათი (3X4);
    5.  ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (არაუმეტეს 5 გვერდი);
    6. ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
    7. ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.
    8. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ

     

    ფაკულტეტის საბჭო